ავტორი:

კარფურის 10 წლის იუბილე - ერთგულების 10 დღე  და „მაიქლაბ“ ქულების მოგების შანსი

კარფურის 10 წლის იუბილე - ერთგულების 10 დღე  და „მაიქლაბ“ ქულების მოგების შანსი

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, კომპანიის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.

10 აპრილიდან - 20 აპრილის ჩათვლით, „კარფურის“ ყველა ფილიალში შემოსულ მომხმარებელს შანსი ექნება მოიგოს 1 000 ლარამდე „მაიქლაბ“ ქულები, რომლითაც სასურველი ნივთების შეძენა კარფურის ნებისმიერ ფილიალში არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მაიქლაბი არის კარფურის დაგროვების პროგრამა, რომლის მეშვეობით დაგროვებული ქულები შეგიძლიათ კარფურის ნებისმიერ პროდუქტში გადაცვალოთ.

გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია - ამისთვის საჭიროა გადმოწეროთ კარფურის ახალი მობილური აპლიკაცია სახელწოდებით - „MAF CARREFOUR“, შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ნებისმიერ ფილიალში, გაატაროთ „მაიქლაბი“ ახალი აპლიკაციის მეშვეობით და დააკვირდეთ თქვენს ქვითარს, რომელიც შესაძლებელია მომგებიანი აღმოჩნდეს.

აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

„კარფური“მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „კარფური“ მთელი წლის განმავლობაში გეგმავს ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული პრიზები გადასცეს შოპინგისას. კამპანიის ფარგლებში, ყოველი თვის 10 დღე საჩუქრებითა და პრიზებით იქნება დატვირთული.

აღნიშნე კარფურის 10 წლის იუბილე, შეუერთდი ერთგულების 10 დღიან კამპანიას და არ გამოტოვო შანსი მოიგო 1000 ლარამდე მაიქლაბ ქულები ახალი აპლიკაციის გამოყენებით.

R