ავტორი:

კიევის ოლქში, დაბა მაკაროვში რუსების მიერ მოკლული 132 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

კიევის ოლქში, დაბა მაკაროვში რუსების მიერ მოკლული 132 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

კიევის ოლქში, დაბა მაკაროვში დახვრეტილი 132 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს; ქალაქის 40% დანგრეულია. "უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ დაბის ხელმძღვანელმა ვადიმ ტოკარმა განაცხადა.

"გუშინდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ შევძელით 132 სამოქალაქო პირის ცხედრის პოვნა, რომლებიც რუსმა დამპყრობლებმა დახვრიტეს“, - განაცხადა ტოკარმა.

მისივე თქმით, მაკაროვის 40% დანგრეულია, ზოგიერთი სახლი აღდგენას საერთოდ აღარ ექვემდებარება.

ტოკარის თქმით, გარდაცვლილები ასევე აღმოაჩინეს მასობრივ სამარხებში.

მანვე აღნიშნა, რომ ომამდე, დაბაში 15 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო აქტიური ფაზის დროს ათასზე ნაკლები ადამიანი დარჩა.