გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, 100 მილიონი ფუნტის (130 მილიონი დოლარი) ღირებულების მაღალი კლასის სამხედრო აღჭურვილობის პაკეტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი, უკრაინას მეტ საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლონდონში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრისას, ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი და გერმანია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებში ითანამშრომლებენ, რადგან ევროპა, მიზნად ისახავს, რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ეტაპობრივად შეწყვიტოს.
ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი შესაბამისი ენერგეტიკული სისტემების ერთ ღამეში გარდაქმნა, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ პუტინის ომი ერთ ღამეში არ დასრულდება. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ დიდი ბრიტანეთი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დამატებით, 100 მილიონი ფუნტის ღირებულების მაღალხარისხიან აღჭურვილობას გაუგზავნის, მათ შორის, Starsteak-ის საზენიტო რაკეტებს, რომლებიც სამჯერ მეტი სიჩქარით ისვრის და კიდევ 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას", - განაცხადა ჯონსონმა.