ავტორი:

"პუტინთან საუბარი მაწუხებს, მაგრამ რას ვიზამთ? ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოვამზადოთ" - ემანუელ მაკრონი

"პუტინთან საუბარი მაწუხებს, მაგრამ რას ვიზამთ? ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოვამზადოთ" - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარი არასასიამოვნოა, მაგრამ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მისაღწევად.

"მაწუხებს მასთან საუბარი, არ არის სასიამოვნო. მაგრამ რას ვიზამთ? ჩვენ უნდა მოვამზადოთ ცეცხლის შეწყვეტა“, - აღნიშნა მაკრონმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრები კიევთან შეთანხმებით ხორციელდება.

"„ყოველთვის, როდესაც ამას ვაკეთებ, პრეზიდენტ ზელენსკის ვეკითხები. ყოველ ჯერზე უკრაინის პრეზიდენტი მეუბნება: „ჩემთვის მნიშვნელოვანია პუტინთან საუბარი. გააკეთე ეს იმიტომ, რომ მე არ შემიძლია მასთან საუბარი“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

24 თებერვალს უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, მაკრონმა პუტინთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა.