ავტორი:

"როცა კიევის მოედანზე ვსეირნობდი, გავიცანი 75 წლის პენსიონერი, საქართველოზე შეყვარებული... ახლა გავიგე, რომ რუსულმა ბომბმა მოკლა" - რას წერს ირაკლი კორძაია?

"როცა კიევის მოედანზე ვსეირნობდი, გავიცანი 75 წლის პენსიონერი, საქართველოზე შეყვარებული... ახლა გავიგე, რომ რუსულმა ბომბმა მოკლა" - რას წერს ირაკლი კორძაია?

სასჯელაღსრულების სამინისტრის ყოფილი თანამშრომელი, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კორძაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც 75 წლის უკრაინელ ქალბატონს ეხება. მისი ინფორმაციით, ნატალია ბოგდანოვნა, რომელსაც საქართველო განსაკუთრებით უყვარდა, ორი კვირის წინ რუსულმა ბომბმა იმსხვერპლა.

"ბოლო ხუთი წლის მანძილზე ხშირად ჩავდიოდი კიევში. ძირითადად რამდენიმე დღით. რამდენიმე დღით ჩასული ორ თვეზე მეტ ხანს შევყოვნებულვარ. კიევში ვიყიდე ბოქსიორის ლეკვი (ფრიდა), ჩემს უბანში სპეციალური მოედანი იყო სადაც "საბაჩნიკები" იკრიბებოდნენ. მოკლედ, მე და ფრიდა დილაობიდ ვსეირნობდით იმ მოედანზე. ბევრი ვინმე გავიცანი. მათ შორის ნატალია ბოგდანოვნა - 75 წლის უკრაინელი პენსიონერი. ისეთი მოხუცი, სილამაზის კვალი რომ დღემდე ეტყობა სახეზე. "დვარნიაშკა" ყავდა -ვერონიკა.

მიტოვებულ მშენებლობაზე იპოვეს მისმა შვილისშვილებმა. საქართველო უყვარდა. მაგრამ, სიყვარულიც არის და სიყვარული - წარმოიდგინეთ, ჩემი გაოცება, როდესაც გალაქტიონის და ბარათაშვილის ლექსები უკრაინულად წამიკითხა. ხუთი წლის დაქვრივებული იყო. მეუღლე ფოტოგრაფი ყავდა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრისას მითხრა, რომ სამოცდაათიან წლებში საქართველოში მეუღლის გადაღებული ნეგატივების ოცდაათ "კატუშკა" ფირს მაჩუქებდა. ეხლა გავიგე, რომ ნატაშა ორიოდე კვირის წინ გარდაცვლილა. უფრო სწორედ რუსულმა დომბმა მოკლა. ვერონიკაც მასთან ერთად იპოვეს ნანგრევებში. ბოლთას ვცემ ოთახში გაუჩერებლივ, გული მაქვს მოკლული, მაგრამ ვერც ვტირი. არ ვიცი რა გავაკეთო .,, მინდა სადმე შევიყუჟო, დავიმალო და მოვკვდე" - წერს კორძაია.