33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან -  რუსული არამია მშვიდობიან პროტესტანტებს, მათ შორის ქალებსა და მოზარდებს სასტიკად გაუსწორდა

33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან -  რუსული არამია მშვიდობიან პროტესტანტებს, მათ შორის ქალებსა და მოზარდებს სასტიკად გაუსწორდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

მათ სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას შესწირეს:

აზა ადამია, 22 წლის

ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის

ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის

ნატო გიორგაძე, 23 წლის

თამუნა დოლიძე, 28 წლის

თინა ენუქიძე, 70 წლის

ნინო თოიძე, 22 წლის

ზაირა კიკვიძე, 61 წლის

მანანა ლოლაძე, 34 წლის

თამარ მამულაშვილი, 50 წლის

მანანა მელქაძე, 26 წლის

ვენერა მეტრეველი, 45 წლის

მამუკა ნოზაძე, 21 წლის

ნანა სამარგულიანი, 41 წლის

შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის

მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის

ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის

თამარ ჭოველიძე, 16 წლის

ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის

მზია ჯინჭარაძე, 43 წლის.

გია ქარსელაძე, 25 წლის. ის 10 აპრილს, კომენდანტის საათის გამოცხადებიდან 2 საათში სასიკვდილოდ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით.