ავტორი:

"მომდევნო დღეებში უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის საჰაერო აქტივობის ზრდაა მოსალოდნელი" - ბრიტანეთის თავდაცვა

"მომდევნო დღეებში უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის საჰაერო აქტივობის ზრდაა მოსალოდნელი" - ბრიტანეთის თავდაცვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით ახალ მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, მათ შორის რუსეთის ავიაიერიშებს ქალაქ კრამატორსკში ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

"რუსეთი აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს დონბასის რეგიონში, მარიუპოლსა და მიკოლაევში. მომდევნო დღეებში უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია რუსეთის საჰაერო აქტივოვბების ზრდა“, - წერია თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ მოხსენებაში.