ავტორი:

"როცა ეს ინფორმაცია წავიკითხე სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი" - გიორგი ვაშაძე

"როცა ეს ინფორმაცია წავიკითხე სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი" - გიორგი ვაშაძე

როცა ეს ინფორმაცია წავიკითხე სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მართლა მრცხვენია, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბუჩაში ჩასვლის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პასუხს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ის აპირებს ოპოზიციონერ კოლეგებს დაელაპარაკოს და ბუჩაში მათთან ერთად ჩავიდეს.

„როცა ეს ინფორმაცია წავიკითხე სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მართლა მრცხვენია, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ჩვენ, ოპოზიცია აქტიურები ვართ ამ პროცესში, კოლეგებსაც დაველაპარაკები და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენ ჩავიდეთ ბუჩაში და საქართველოსთვის სათქმელი სიტყვა ჩვენ ვთქვათ, როცა ამას არ აკეთებს ხელისუფლება. მაგრამ მთავარია ის, რომ სწორედ ეს მიუთითებს მათ რეალურ სახეზე. რა განცხადებაც იყო 9 აპრილს სიმბოლურად, ეს მიუთითებს მათ რეალურ სახეზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია. მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.