ბუნდესვერის საწყობებში დასრულდა იარაღის მარაგი, რომლის მიწოდებაც უკრაინისთვის შეიძლებოდა. თუმცა, სახელმწიფო მრეწველობა გააგრძელებს უკრაინელი დამცველების მომარაგებას. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინე ლამბრეხტმა Аugsburger Аllgemeine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იმოქმედებს თუ არა გერმანია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოწოდების თანახმად, მეტად დაეხმაროთ უკრაინას იარაღით.
მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა, ყველა მოწოდებულია დაეხმაროს უკრაინას ბრძოლაში, თუმცა გერმანიამ ბუნდესვერის მარაგები ამოწურა, რომელიც შეიძლებოდა უკრაინისთვის მიეწოდებინა.
„რა თქმა უნდა, ყველა მოწოდებულია დაეხმაროს უკრაინას მის მამაც ბრძოლაში, თუმცა გულწრფელი უნდა ვიყო და უნდა ვთქვა, რომ მივაღწიეთ ლიმიტს ბუნდესვერის მარაგებიდან იარაღის მიწოდებაში. გერმანიის ჯარებს უნდა შეეძლოთ ქვეყნისა და ნატოს თავდაცვის უზრუნველყოფა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, ლამბრეხტმა აღნიშნა, რომ გერმანია შეეცდება მეტი გააკეთოს უკრაინისთვის.