ავტორი:

"როცა ვხედავ მოკლულ ბავშვებს უფეხოდ, უხელოდ, ეს საშინელებაა - ტირილი უკვე აღარ შემიძლია" - ზელენსკი

"როცა ვხედავ მოკლულ ბავშვებს უფეხოდ, უხელოდ, ეს საშინელებაა - ტირილი უკვე აღარ შემიძლია" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ვლადიმერ პუტინთან, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ომის შეჩერება. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა გერმანულ გამოცემა „ბილდს“ განუცხადა.

"დღეს უკრაინას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. რუსეთში სხვას არავის შეუძლია ამ ომის შეჩერება, მხოლოდ ის ერთი წყვეტს, ეს ომი როდის დასრულდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უკრაინის ქალქებსა და სოფლებში რუსი სამხედროების სიმხეცის შემდეგ, გრძნობს ზიზღს რუსეთისა და რუსი ჯარისკაცებისადმი.

"როდესაც ამ სურათებს ვხედავ ჩემ თვალწინ - მოკლულ ბავშვებს უფეხოდ, უხელოდ, ეს საშინელებაა“, - აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ტირილი უკვე აღარ შეუძლია თუმცა, კი მსხვერპლთან შეგუება შეუძლებელია.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეეფასებინა თავისი ორი ფოტო - ომამდე და ბუჩაში ჩასვლის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა: „ეს ორი სხვადასხვა ადამიანია“. მანვე აღნიშნა, რომ ეჭვობს გახდეს ისეთივე, როგორიც ადრე იყო.