ავტორი:

ავტომობილი, სადაც დედა და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, სანიაღვრე არხში ჩავარდა - ავარია გორთან (ფოტო)

ავტომობილი, სადაც დედა და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, სანიაღვრე არხში ჩავარდა - ავარია გორთან (ფოტო)

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, გვირაბის სიახლოვეს, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა. ავარიის დროს, ავტომობილში ახალგაზრდა ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად, დედამ და შვილებმა ზედაპირული დაზიანება მიიღეს, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია იმყოფება.