ავტორი:

"სიტყვები არ მყოფნის იმ საშინელების აღსაწერად, რაც ბუჩაში ვნახე -  პუტინის ჯარის მახინჯი სახე, რომელიც ხალხს ატერორებს" - ევროკომისიის პრეზიდენტი

"სიტყვები არ მყოფნის იმ საშინელების აღსაწერად, რაც ბუჩაში ვნახე -  პუტინის ჯარის მახინჯი სახე, რომელიც ხალხს ატერორებს" - ევროკომისიის პრეზიდენტი

სიტყვები არ მყოფნის იმ საშინელების აღსაწერად, რაც ბუჩაში ვნახე, პუტინის ჯარის მახინჯი სახე, რომელიც ატერორებს ხალხს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ გლობალურ ღონისძიებაზე - "დადექი უკრაინისთვის".

"მე მაქვს უზარმაზარი აღტაცება ჩვენი მამაცი უკრაინელი მეგობრების მიმართ, რომლებიც რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ იბრძვიან. ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ისინი მონაწილეობენ, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა მისი სუვერენიტეტისა და მთლიანობისთვის, არამედ ისინი ასევე იბრძვიან საკითხისთვის - გაიმარჯვებს თუ არა კაცობრიობა, ან იქნება თუ არა ამის შედეგი საზარელი განადგურება", - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთად 8 აპრილს უკრაინაში გაემგზავრა. ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებს შეხვდნენ.