ავტორი:

"უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, ზელენსკიმ კი ლომის ღრიალი აჩვენა" - ბორის ჯონსონი

"უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, ზელენსკიმ კი ლომის ღრიალი აჩვენა" - ბორის ჯონსონი

"ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას, რათა უკრაინაში აღარასოდეს განხორციელდეს შეჭრა", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მანვე დასძინა, რომ რომ უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, ზელენსკიმ კი ლომის ღრიალი აჩვენა.

"ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა და გავაგრძელოთ ყოველკვირეულად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება“, - აღნიშნა ჯონსონმა.

პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეეცდება უარი თქვას რუსულ ქვანახშირზე, გაზზე და ნავთობზე.

"ის, რაც პუტინმა ჩაიდინა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბუჩა და ირპინი, არის ომის დანაშაულები, რომლებმაც სამუდამოდ დააბინძურეს მისი და მისი მთავრობის რეპუტაცია“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.