ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის წარმართვისთვის ახალი მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა ჯარმა კიევის აღების გეგმა ვერ შეასრულა.
BBC-ის ინფორმაციით, დვორნიკოვი სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაური იყო. შეგახსენებთ, 2015 წლის სექტემბერში კრემლმა თავისი ჯარი სირიაში დიქტატორი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდასაჭერად გაგზავნა.