ავტორი:

დღის ფოტო: ბორის ჯონსონი უკრაინაში მატარებლით ჩავიდა - რა კადრები ვრცელდება მედიაში

დღის ფოტო: ბორის ჯონსონი უკრაინაში მატარებლით ჩავიდა - რა კადრები ვრცელდება მედიაში

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გუშინ ყველასთვის მოულოდნელად უკრაინას ეწვია და მთელი მსოფლიოს დასანახად, ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქ კიევში, პრეზიდეტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გაისეირნა.

ეს იყო დაუგეგმავი ვიზიტი.

მედიაში დღეს გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის თანახმადაც, ჯონსონი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა. ჯონსონი ამბობს, რომ ბრიტანელები უკრაინელებისადმი თანაგრძნობითა და სოლიდარობით სავსენი არიან.

ფოტოზე ბრიტანეთის პრემიერი მატარებლის გამცილებლებთან ერთადაა აღბეჭდილი. ვიდეოში კი ჯონსონი უკრაინელებს "რკინის ხალხის" უწოდებს.

"მივემგზავრები უკრაინის რკინიგზის ფანტასტიკური მატარებლით, რომელიც პოლონეთიდან კიევში მიდის”, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ნახეთ ვიდეო: