ავტორი:

წვულება 300 სტუმრით და ვარსკვლავთცვენა - დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების უფროსი ვაჟი დაქორწინდა: ფოტოები ფლორიდაში გამართული შთამბეჭდავი ცერემონიიდან

წვულება 300 სტუმრით და ვარსკვლავთცვენა - დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების უფროსი ვაჟი დაქორწინდა: ფოტოები ფლორიდაში გამართული შთამბეჭდავი ცერემონიიდან

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდის, დევიდ ბეკჰემის უფროსი ვაჟი, ბრუკლინი დაქორწინდა. მისი რჩეული მოდელი ნიკოლა პულცია, რომელთანაც ბრუკლინს მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს.

ბრუკლინ ბეკჰემი და ნიკოლა პულცი

23 წლის ბრუკლინმა და 25 წლის ნიკოლმა ფლორიდაში, "პალმ ბიჩზე" მდებარე 103-მილიონ დოლარად შეფასებულ ვილაში იქორწინეს, რომელიც ნიკოლ პულცის მილიონერი მამის მფლობელობაშია.

როგორც მედიაში წერენ ქორწილისთვის დაახლოებით 3,6 მილიონი დოლარი დაიხარჯა.. ცერემონიას 300-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, რომელთა შორისაც უმეტესობა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია.

ქორწილს დაესწრნენ ევა ლონგორია, გორდონ რამსი, სერენა უილიამსი, ასევე Spice Girls-ი სრული შემადგენლობით.

პატარძალს Valentino-ს კაბა ეცვა.

ყვითელი პრესა წერს, რომ ნიკოლასა და ბრუკლინს სავარაუდოდ 6-6 მეჯვარე ჰყავდათ. მეჯვარეებს შორის იყვნენ ბრუკლინის ძმები, რომეო და კრუზი და ასევე და, ჰარპერ სევენი.

დევიდი და ვიქტორია ბეკჰემები პაპარაცებმა ცერემონიაზე მისვლის დროს გადაიღეს. ჯერჯერობით ქორწილის ოფიციალური ფოტოები არ გავრცელებულა.