ავტორი:

უკრაინა აცხადებს, რომ რუსებმა ჩერნობილიდან მოიპარეს რადიოაქტიური ნივთიერებები, რომელთა "მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოა"

უკრაინა აცხადებს, რომ რუსებმა ჩერნობილიდან მოიპარეს რადიოაქტიური ნივთიერებები, რომელთა "მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოა"

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელთაც ყოფილი ჩერნობილის ატომური სადგური ეკავათ, კვლევითი ლაბორატორიებიდან მოიპარეს რადიოაქტიური ნივთიერებები, რომელსაც მათი მოკვლა შეუძლია.

უკრაინის სახელმწიფო სააგენტომ, რომელსაც ჩერნობილის ყოფილი ატომური სადგურის მიმდებარე ზონის მართვა ევალება, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები ეკოცენტრის კვლევითი ბაზის საწყობში შევიდნენ და 133 ერთეული რადიოაქტიური ნივთიერება მოიპარეს.

"აღნიშნული ქმედების მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოა, თუკი არაპროფესიონალურად განხორციელდა“, - განაცხადეს სააგენტოში და აღნიშნეს, რომ "მოპარული ნივთიერებების მდებარეობა ამჟამად უცნობია“.

ცნობისთვის, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გულაშენკომ განაცხადა, რომ ჩერნობილის ყოფილ ატომურ სადგურზე ნამყოფმა რუსმა ჯარისკაცებმა ბირთვული რადიაციის "შოკისმომგვრელი" დასხივება მიიღეს და, შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს ერთ წელზე ნაკლები სიცოცხლე დარჩა.