ავტორი:

"ნატოს წევრი რომ ვყოფილიყავით, ეს ომი არ მოხდებოდა... გერმანიისა და საფრანგეთის მიერ დაშვებული შეცდომების გამო საფასურს ვიხდით" - დმიტრო კულება

"ნატოს წევრი  რომ ვყოფილიყავით, ეს ომი არ მოხდებოდა... გერმანიისა და საფრანგეთის მიერ დაშვებული შეცდომების გამო საფასურს ვიხდით" -  დმიტრო კულება

გერმანიამ და საფრანგეთმა „სტრატეგიული შეცდომა“ დაუშვეს, როდესაც უკრაინას 2008 წელს ნატოში გაწევრიანების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს განაცხადა.

"ჩვენ რომ ნატოს წევრი ვყოფილიყავით, ეს ომი არ მოხდებოდა", - დასძინა მან ამერიკულ ტელეარხ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"2008 წელს გერმანიისა და საფრანგეთის მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომა, რომლებმაც უკუაგდეს შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების ძალისხმევა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, არის ის, რის საფასურსაც ჩვენ ვიხდით“, - თქვა კულებამ.

”ეს არ არის გერმანია ან საფრანგეთი, რომელიც იხდის ამ შეცდომის საფასურს, ეს არის უკრაინა”, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.