ავტორი:

"პატარა დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია. დღეს ისევ საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ... " - რას წერს შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის ახლობელი?

"პატარა დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია. დღეს ისევ საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ... " - რას წერს შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის ახლობელი?

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში იმყოფება. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მანანა ხორბალაძე სოციალურ ქსელში წერს, ბავშვისთვის ოპერაცია დღეს უნდა გაეკეთებინათ, თუმცა მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მოერხდა.

"ჩემო მეგობრებო, პატარა დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია. დღეს ისევ საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ სიცხე აქვს. სოკო აღმოუჩინეს, რომელიც სწრაფად ვითარდება და ანეკროზებს უჯრედებს. ისრაელის დროით საღამოს 9-საათზე ლოცულობენ მისთვის. გთხოვთ, ჩვენც შევუერთდეთ დათისთვის ლოცვას საქართველოს დროით,საღამოს 8- საათზე ევროპის დროით საღამოს 8-საათზე მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრებაი ნათესავისა ქრისტიანეთაისა.ამინ! ეს ლოცვა უნდა წარმოვთქვათ სამჯერ კურთხევა გვაქვს ისრაელიდან გთხოვთ გაავრცელეთ". - წერს "ფეისბუქში" ბიჭუნას ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, 8 წლის დათუნას ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.