ავტორი:

მედიის ცნობით, ავსტრიის კანცლერი პუტინს ხვალ შეხვდება

მედიის ცნობით, ავსტრიის კანცლერი პუტინს ხვალ  შეხვდება

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ხვალ, 11 აპრილს რუსეთში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ამის შესახებ დასავლური მედია ავსტრიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის წახალისებაა.

ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, შაბათს, 9 აპრილს ავსტრიის კანცლერი კიევს ეწვია, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.