ავტორი:

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გადავიდნენ - როგორ გადანაწილდა ხმები

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გადავიდნენ - როგორ გადანაწილდა ხმები

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ეგზიტპოლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაკრონმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 28,1% დააგროვა, ხოლო ლე პენმა ხმების 23,3%.

20%-ით მესამე ადგილი დაიკავა ულტრამემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება. ცნობისთვის, საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი ვადით ირჩევენ.