ავტორი:

"რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში... ჩვენ ვემზადებით ამისთვის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში... ჩვენ ვემზადებით ამისთვის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალი კვირა ძალიან დაძაბული იქნება, რადგან რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადადის.

"შემდეგი კვირა ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც მიმდინარე, როგორიც წინა. ის ისეთივე დაძაბული და კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იქნება. რუსეთს კიდევ უფრო შეეშინდება. შეეშინდება წაგების, შეეშინდება იმის, რომ სიმართლის აღიარება მოუწევს. რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, გამოიყენებენ კიდევ უფრო მეტ რაკეტას ჩვენ წინააღმდეგ, კიდევ უფრო მეტ საჰაერო ბომბებს, მაგრამ ჩვენ ვემზადებით ამისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელი დამცველები მზად არიან. ხელისუფლება კი უკრაინისთვის იარაღის კიდევ უფრო აქტიურად მიწოდებას და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს.

ზელენსკი აცხადებს, რომ იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, პასუხისმგებლობა მსოფლიოს ეკისრება.

"მახსოვს, ყველას გვახსოვს, წიგნები მეორე მსოფლიო ომის შესახებ და ფორმაში გამოწყობილი ეშმაკის - ადოლფ ჰიტლერის შესახებ. არიან თუ არა პასუხისმგებელი ის ქვეყნები, რომლებიც ომში არ მონაწილეობდნენ? ქვეყნები, რომლებიც ნება დართეს გერმანულ ძალებს მთელ ევროპაში გაელაშქრათ? არის თუ არა მსოფლიო გენოციდზე პასუხისმგებელი? დიახ. დიახ, არის.

  • "როდესაც შეგიძლია დახურო ცა - დიახ, საშინელებაა, რომ მსოფლიო ომი დაიწყოს. საშინელებაა. მე მესმის ეს და არ შემიძლია ამ ხალხზე ზეწოლა, რადგან ყველას ეშინია ომის. მაგრამ არის თუ არა მსოფლიო პასუხისმგებელი ამაზე, მიმაჩნია, რომ კი. მე ასე ვთვლი. ყოველდღე დადექით სარკის წინ და ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეძელით რაიმეს გაკეთება? ან ვერ შეძელით? ამ კითხვაზე პასუხს სარკეში იპოვით, მეორე კითხვაზეც - ვინ ხარ შენ?“- განაცხადა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.

როდესაც ადამიანებს არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ თავიანთი შეცდომები, მოიხადონ ბოდიში, მოერგონ რეალობას, ისინი იქცევიან მონსტრებად და როდესაც სამყარო ამას უგულებელყოფს, მონსტრები წყვეტენ, რომ სწორედ სამყარო უნდა მოერგოს მათ. უკრაინა ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დადგება დღე, როცა რუსებს სიმართლის აღიარება მოუწევთ.

  • “რუსულ სიმხდალეს არაფერი ეშველება. დადგება დღე, როცა ყველაფრის აღიარება მოუწევთ. სიმართლის აღიარება - მთელი ჩვენი ძალა და ყოველი წუთი სწორედ ამაზეა მიმართული. თავდაცვა, დიპლომატია, ეკონომიკა, ინფორმაციული დაპირისპირება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა - გვაქვს მოქმედების ალგორითმები ყველა სფეროში.

როცა სიმხდალე იზრდება, ის კატასტროფად გადაიქცევა. როდესაც ადამიანებს არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ თავიანთი შეცდომები, მოიხადონ ბოდიში, მოერგონ რეალობას, ისწავლონ, ისინი იქცევიან მონსტრებად და როდესაც სამყარო ამას უგულებელყოფს, მონსტრები წყვეტენ, რომ სწორედ სამყარო უნდა მოერგოს მათ. უკრაინა ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ: