ავტორი:

"რიგიდან ჩამოსული პროფესორი ტაქსის მძღოლმა გაიტაცა, 500 ლარს სთხოვდა... პოლიციამ ისინი გომბორში იპოვა" - რას ჰყვება ოთო აბესაძე

"რიგიდან ჩამოსული პროფესორი ტაქსის მძღოლმა გაიტაცა, 500 ლარს სთხოვდა... პოლიციამ ისინი გომბორში იპოვა" - რას ჰყვება ოთო აბესაძე

ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს, რომ რიგიდან საქართველოში ჩამოსული პროფესორი ტაქსის მძღოლმა თანხის გამოძალვის მიზნით გაიტაცა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გატაცებული პროფესორი და მისი თანმხლები პირი გომბორში იპოვა.

"ჩამოსულია რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რომელმაც დამირეკა გამთენიისას და მითხრა, რომ გაიტაცეს. ითხოვდა სამართალდამცველების დახმარებას. გამოვიძახეთ პოლიცია, დადგინდა, რომ ეს ადამიანები გაიტაცეს გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ. საბოლოოდ, პოლიციამ ისინი გომბორში იპოვა. ტაქსს 23 ლარი დაუწერია, მაგრამ მძღოლი მგზავრებს ჯერ 200 ლარს სთხოვდა, შემდეგ კი 500 ლარს და მეტს, რაში - არავინ არ იცის და ამის გამო მოხდა კონფლიქტი მათ შორის. პროფესორმა მითხრა, რომ მისი თანმხლები პირი ფიზიკურად დაზიანდა კონფლიქტისას. მან სამართალდამცველებს ავტომობილის ნომერიც მიაწოდა", - ჰყვება "ტვ პირველთან" ოთო აბესაძე.

შსს-ს მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.