უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, მარიუპოლის თავდაცვისთვის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელსაც. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ზალუჟნი აცხადებს, თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება არ წარმოადგენს საჯარო განხილვების თემას.
"გრძელდება მარიუპოლის დაცვა. ნარჩუნდება თავდაცვის ძალებთან კავშირი, რომლებიც გმირულად იცავენ ქალაქს. ხაზგასმით ვამბობ, რომ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება არ წარმოადგენს საჯარო განხილვების თემას. ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს გასამარჯვებლად და პირადი შემადგენლობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველა მიმართულებით“, - აცხადებს ზალუჟნი.