ავტორი:

კრემლის კრიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა მოსკოვში, საკუთარი სახლის წინ დააკავეს

კრემლის კრიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა მოსკოვში, საკუთარი სახლის წინ დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის კრიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც მოწამვლას ორჯერ გადაურჩა, მოსკოვში საკუთარი სახლის წინ დააკავეს , - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

"ვლადიმერ კარა-მურზა პოლიციამ დააკავა მოსკოვში, მის სახლთან ახლოს. ჯერ არ არის ცნობილი რა მიზეზით”, - დაწერა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა "ტვიტერზე“.

"ახლა შევიტყვე მისი დაკავების შესახებ, ჯერჯერობით დეტალებს ვერ გეტყვით“, - განუცხადა კარა-მურზას ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის“.