ავტორი:

"ინფორმაცია, თითქოს მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადებიან, ყალბია" - მარიუპოლის მერის თანაშემწის განცხადება

"ინფორმაცია, თითქოს მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადებიან, ყალბია" - მარიუპოლის მერის თანაშემწის განცხადება

მარიუპოლის მერის თანაშემწე, ანდრიუშენკო აცხადებს, 36-ე საზღვაო ბრიგადის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ყალბია.

მარიუპოლის მერის მოადგილე პეტრ ანდრიუშენკო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ უკრაინულ მედიას, გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას“ მიმართავს და აცხადებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითები ემზადებიან, მარიუპოლის "უკანასკნელი ბრძოლისთვის“ და რომ საბრძოლო მასალები ამოიწურა, "ფეისბუკის“ "ფეიკგვერდზე“ გავრცელებული ინფორმაციაა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია გავრცელდა საერთაშორისო დონეზეც უამრავი მედიასაშუალების მიერ.

ანდრიუშენკოს თქმით, "ფეიკვერდზე“ დაიწერა, რომ ისინი რუსმა სამხედროებმა "ალყაში მოაქციეს“.