ავტორი:

"ქალაქში 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა... ქუჩებში ცხედრები ხალიჩებად იყო მოფენილი" - მარიუპოლის მერი

"ქალაქში 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა... ქუჩებში ცხედრები ხალიჩებად იყო მოფენილი" - მარიუპოლის მერი

"10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მარიუპოლის რუსული ალყის შედეგად", - ამის შესახებ ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

"ჩვენი ქალაქის ქუჩებში ცხედრები ხალიჩებად იყო მოფენილი. დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 000-ს გადააჭარბოს“, - დასძინა მერმა Associated Press-თან სატელეფონო საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქში მოძრავი კრემატორიუმები ჩაიტანეს.