ოკუპანტებმა ყველგან ნაღმები დატოვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, რუსულმა ძალებმა ნაღმები დატოვეს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან დეოკუპაციის შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია საშიში იყოს.
მისი განცხადებით, პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე რუსებთან ერთად ეკისრება მათაც, "ვინც ჯერ კიდევ ინახავს იარაღს, რომელიც უკრაინას თავის შეიარაღებაში სჭირდება".
ზელენსკის თქმით, უკრაინა იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, სათანადო ტექნიკისა და აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში, მარიუპოლის განბლოკვა შესაძლებელი იქნებოდა.
"რაც შეეხება საჭირო იარაღს, ჩვენ მაინც მიწოდებაზე, ჩვენს პარტნიორებზე ვართ დამოკიდებული. სამწუხაროდ, იმდენს ვერ ვიღებთ, რამდენიც გვჭირდება, რომ ეს ომი, უფრო მალე დასრულდეს, მთლიანად გაანადგუროს მტერი ჩვენს მიწაზე და ის ამოცანები შეასრულოს, რომლებიც თითოეული ჩვენი ხალხისთვის აშკარაა, კერძოდ, მარიუპოლის განბლოკვა. თუ გვექნებოდა თვითმფრინავები და საკმარისი მძიმე ჯავშანტექნიკა, საჭირო არტილერია, ამას შევძლებდით, მაგრამ... ამაზე ჯერ კიდევ უნდა შევთანხმდეთ, ჯერ კიდევ უნდა დავარწმუნოთ. დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველაფერს მივიღებთ, რაც გვჭირდება, მაგრამ უკრაინელების სიცოცხლე იკარგება. სიცოცხლე, რომლის დაბრუნება შეუძლებელია. პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება მათ, ვინც ჯერ კიდევ ინახავს იარაღს, რომელიც უკრაინას თავის შეიარაღებაში სჭირდება. პასუხისმგებლობა, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, ისევე როგორც ჩვენი მადლიერება დარჩება ისტორიაში. მადლობა იმ სახელმწიფოებსა და პოლიტიკოსებს, ვინც ნამდვილად დაგვეხმარა", - განაცხადა ზელენსკიმ.