ავტორი:

ორთაჭალაში 32 წლის მამაკაცი მოკლეს

ორთაჭალაში 32 წლის მამაკაცი მოკლეს

ორთაჭალაში 32 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.

დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავე პირი უკვე დაკავებულია.

"ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.