ავტორი:

აჭარაში სტუარდინგის მიმართულებით ტრენინგები ჩატარდება

აჭარაში სტუარდინგის მიმართულებით ტრენინგები ჩატარდება

აჭარაში განთავსების ობიექტების კვებისა და სასმელების სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგები იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სტუარდინგის მიმართულებით თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს პირველად ჩაატარებს. სტუარდებსა და შეფ სტუარდებზე გათვლილი მოკლევადიანი ტრენინგის მიზანია სამზარეულოს დასუფთავების, ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის მოვლა-დასუფთავების სტანდარტების გაუმჯობესება. ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია აჭარაში მოქმედი განთავსების ობიექტების კვებისა და სასმელების სამსახურის თანამშრომლებს. მსურველები ონლაინ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების ონლაინ-პლატფორმაზე Serviceajara.ge -ზე უნდა დარეგისტრირდნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს, მასტერკლასებს, სემინარებსა და ვორქშოპებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. ის რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებზე, გიდეზე, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებზეა გათვლილი. დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა არის უფასო.

NS