ავტორი:

ძლიერმა ქარმა გორში შენობებს სახურავი გადახადა, მოგლიჯა აივნების პანელები - როგორია ვითარება ადგილზე (ფოტოები)

ძლიერმა ქარმა გორში შენობებს სახურავი გადახადა, მოგლიჯა აივნების პანელები - როგორია ვითარება ადგილზე (ფოტოები)

ძლიერმა ქარმა გორი დააზარალა, დაზიანებულია რამდენიმე შენობის სახურავი, მათ შორის, გორის მეოთხე საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სახურავი,

ასევე, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ქარმა სახურავი გადახადა.

რამდენიმე ლოკაციაზე, ქარმა მრავალსართულიანი კორპუსების აივნების პანელები მოგლიჯა და საავტომობილო გზაზე გადააგდო. სტიქიის შედეგად, 82 წლის ქალი დაშავდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.