ავტორი:

ვარკეთილში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა - არიან დაშავებულები

ვარკეთილში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა - არიან დაშავებულები

ვარკეთილში, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"დაშავებულებიდან ერთი მათგანი ბოკერიას კლინიკაში, მეორე კი, "ოპტიმალ მედიშია" გადაყვანილი”, - განაცხადეს სამედიცინო დახმარების ცენტრში.

დაშავებულთაგან ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

"40 წლამდე ქალბატონი ჩვენთან შემოვიდა ბარძაყის ძვლის ღია მოტეხილობით, სისხლმდენი ჭრილობით. სასწრაფო წესით ჩაუტარდა ყველა კვლევა და საოპერაციოში შევიყვანეთ, სადაც მას ბარძაყის ძვლის აღსადგენად ოპერაცია უტარდება. საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა, საყურადღებოა, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაა" - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბოკერიას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჭარაძემ.