ავტორი:

"კიევის მახლობლად, შენობის სარდაფში, 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პროკურატურა?

"კიევის მახლობლად, შენობის სარდაფში, 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პროკურატურა?

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, კიევის მახლობლად, შენობის სარდაფში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლული 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"კერძო საცხოვრებლის შემოწმების დროს, სარდაფში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, 6 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

პროკურორის ინფორმაციით, მკვლელობები დედაქალაქ კიევის გარეთ, ქალაქ ბროვარში მოხდა.