ავტორი:

მდინარაძის განცხადებით, უხელმძღვანელებს თუ არა შალვა პაპუაშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უკრაინაში, გარკვეულ საკითხებზეა დამოკიდებული

მდინარაძის განცხადებით, უხელმძღვანელებს თუ არა შალვა პაპუაშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უკრაინაში, გარკვეულ საკითხებზეა დამოკიდებული

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, უხელმძღვანელებს თუ არა უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშვილი, გარკვეულ საკითხებზეა დამოკიდებული და იმედოვნებს, რომ გაირკვევა.

როგორც მამუკა მდინარაძემ უკრაინაში გამგზავრების საკითხზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმედოვნებენ, რომ საკითხები გაირკვევა.

"შალვა პაპუაშვილს "ომიკრონი" აქვს და ორ-სამ დღეში იზოლაციის პერიოდი დამთავრდება. საკითხი, რომ ჩვენი მხრიდან ულტიმატუმები იქნა წაყენებული, ესეც არასწორია, მაგრამ გარკვეული საკითხები მართლაც დასახურია. ვიმედოვნებთ, საკითხები გაირკვევა, ამ პოზიტიური მიმართულებით წავიდეთ და მაინცდამაინც ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში. ყველამ ერთად ვიმედოვნოთ, რომ ეს საკითხები გაირკვევა.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ რადას თავმჯდომარეს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს ერთ-ერთ ტელევიზიაში აქვს ჩართვა, შესაბამისად, მგონია, რომ ამ ჩართვის დროს ეს საკითხები ჩაიხურება, დამთავრდება და ეს იქნება დამატებითი საფუძველი, რომ უკრაინაში დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უხელმძღვანელოს.

ეს ჩართვის დროს იქნება თუ სხვა დროს, საკითხები, რომლებიც მწვავედ დაისვა, შეურაცხმყოფელი წინადადებები, რომლებიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გახმოვანდა, ჩაიხურება, უკან იქნება წაღებული. ეს საფუძველი გახდება დამატებით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავროს მეგობარ ქვეყანაში. მათ პოზიციაზე დამოკიდებულია ეს ვიზიტი, მისი თუნდაც ტექნიკური დეტალები, ფორმატი, ვინ, რამდენი დეპუტატი წავა და ა.შ.

სამივე საკითხი არის აქტუალური, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, რომ თითქოს აქ რაღაც შავი ხვრელებია და კონტრაბანდაა. ამის შესახებ პოზიციის ცვლილება უნდა იყოს. ამ მდგომარეობაში დავრჩეთ და მაინც შედგეს ეს ვიზიტი?

ასევე, ჩვენ ვიცით, რომ იმ ხალხის, იმ მოძრაობის თუ პარტიის, “ომის პარტიას” რომ ვუწოდებთ და სავსებით მართებულად, მათი ლიდერები არიან მაღალ თანამდებობზე. ვფიქრობთ, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პოზიციები იქნება. დღეს სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა არის ჩვენს მიმართ დიპლომატიური დემარშის პირობებში. საქართველოდან ჯერ ელჩი გაიწვიეს, შემდეგ მოხსნეს საერთოდ ეს ადამიანი, როდესაც საქართველო ამას ნამდვილად არ იმსახურებდა. ამ პირობებში თუ ეს პოზიციას არ იქნა გადახედილი, როგორც მცირე, სერიოზულ უხერხულობას ქმნის. ამ საკითხებზეა დამოკიდებული ის, რამდენად იქნება ქართული დელეგაციის ხელმძღვანელობა”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება დელეგაციის სხვა წევრებს “ქართული ოცნებიდან,” მისი თქმით, ესენი იქნებიან არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო.

მისი განცხადებით, საქართველო კვლევაზე გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.

“დავით სერგეენკო, “მეგობრობის ჯგუფის” ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და ა.შ. მიდიან, ამას პრინციპული მნიშველობა არ აქვს, სახელებს და გვარებს, რა მნიშვნელობა აქვს?! 2-3 ადამიანი წავა უმრავლესობიდან.

მთავარია, რომ საქართველო ყოველთვის აფიქსირებდა მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, ეს ყველა პოლიტიკურ და საერთაშორისო პლატფორმაზე იყო, ამასვე გავაგრძელებთ. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ ცდილობს ამ ქვეყნის ომში ჩათრევას, ამის მიუხედავად, მზად ვართ, ოპონენტებთან ერთად, დელეგაციაში ვიყოთ, წავიდეთ და მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ”, - აღნიშნა მდინარაძემ.