ავტორი:

კახეთში ავარიას 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა

კახეთში ავარიას 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მოტოციკლის მძღოლი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.