ავტორი:

უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს - რას წერს ზელენსკი?

უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს - რას წერს ზელენსკი?

უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგაქრი, ოპოზიციონერი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. ინფორმაციას და დაკავებულის სამხედრო ფორმაში გადაღებულ ფოტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

"სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა. მადლობა ჩვენს სპეცსამსახურებს, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი" - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, მედვედჩუკს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. მედვედჩუკზე 18 მარტს უკრაინამ საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადა.