ავტორი:

"ომი ბაგირზე სიარულს ჰგავს: თუ იმაზე დაიწყებ ფიქრს, როგორ იარო, დროსა და წონასწორობას კარგავ... ომის გამოცდილების შემდეგ, მთავარი განკურნება, მოქმედებაა" - ოლენა ზელენსკა

"ომი ბაგირზე სიარულს ჰგავს: თუ იმაზე დაიწყებ ფიქრს, როგორ იარო, დროსა და წონასწორობას კარგავ... ომის გამოცდილების შემდეგ, მთავარი განკურნება, მოქმედებაა" - ოლენა ზელენსკა

ომი ბაგირზე სიარულის მსგავსია: თუ იმაზე დაიწყებ ფიქრს, თუ როგორ გააკეთებ ამას, დროსა და წონასწორობას კარგავ, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ, CNN-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ომი, ბაგირზე სიარულის მსგავსია: თუ იმაზე დაიწყებ ფიქრს, თუ როგორ გააკეთებ ამას, დროს და წონასწორობას კარგავ. ბევრი მათგანი, ვინც ბრძოლის ველიდან მარტო გაიქცა, ვინც სიკვდილი დაინახა, ამბობს, რომ მთავარი განკურნება, ამ გამოცდილების შემდეგ, არის მოქმედება, რაღაცის გაკეთება, ვინმესთვის დახმარება. მე პირადად, ვცდილობ, დავიცვა და მხარი დავუჭირო სხვებს", - განაცხადა ზელენსკამ.

კითხვაზე, თუ როგორ უმკლავდება იმ საშიშროებას, რომ რუსების ნომერ პირველი სამიზნეა, უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ უპასუხა, რომ რუსების სამიზნე ყველა უკრაინელია.

"თუ კარგად დააკვირდებით, ცხადი გახდება, რომ ყველა უკრაინელი არის რუსების სამიზნე: ყველა ქალი, ყველა ბავშვი. ისინი, ვინც წინა დღეს, რუსული რაკეტით დაიღუპნენ, როდესაც კრამატორსკიდან ევაკუაციას ცდილობდნენ, პრეზიდენტის ოჯახის წევრები არ იყვნენ, ისინი, უბრალოდ უკრაინელები იყვნენ. ასე რომ, მტრის ნომერ პირველი სამიზნე, ჩვენ ყველა ვართ", - განაცხადა ზელენსკამ.