31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავარიის დროს 8 წლის დათი ქოქაშვილი უმძიმესად დაშავდა. ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში მრავლობითი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, შემდეგ კი ოჯახმა ისრაელში გადაიყვანა. ბოლო ინფორმაციით, ბიჭის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ორი დღის წინ მას ერთი ოპერაცია ჩაუტარდა კლინიკაში...
დათის დედა ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე მე და ჩემი ბიჭი. თავისი ტკბილი ხმით მეტიკტიკებოდა, მუსიკებს ვუსმენდით და სკეიტბორდით ვკატაობდით. ნუ ვცდილობდით მაინც... მერე რამე გემრიელობას გამოვიძახებდით და იქვე ბალახზე მივირთმევდით… კიდე მინდა მასე, დეე. გთხოვ…"
დათი ახლა გადარჩენისთვის იბრძვის და წინ მკურნალობის გრძელი გზა აქვს გასავლელი. ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება და ვისაც სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შევიტანოთ დათის რეაბილიტაციასა და სრულ გამოჯანმრთელებაში, ამ დროს თითოეული ლარიც მნიშვნელოვანია!
გავერთიანდეთ დათისთვის!
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483