სასტუმრო კომპლექსმა „შატო კვირიკე“ უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში “International Property Award” გამარჯვება მოიპოვა, ნომინაციაში საუკეთესო სასტუმრო და ინფრასტრუქტურა ევროპის მასშტაბით, რითიც ევროპის საუკეთესო სასტუმროების სიაში კუთვნილი ადგილი მოიპოვა
„International Property Awards“ - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის დარგში, რომელიც უკვე 27 წელია იმართება. კონკურსი გამოავლენს გამარჯვებულებს 5 სხვადასხვა სექტორში: უძრავი ქონება, დეველოფმენთი, ინტერიერის დიზაინი, არქიტექტურა და სტუმართ-მასპინძლობის ბიზნესი. მთავარ პროფესიულ პარამეტრებთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა პროექტების კრეატიულობას, ერგონომიულობას, უსაფრთხოებისა და ცხოვრების უმაღლესი სტანდარტების დაცვას. კონკურსის მონაწილეები ფასდებიან დარგის ექსპერტების მიერ, გადიან უმკაცრესი შემოწმების რამდენიმე ეტაპს. ჟიური აერთიანებს პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან.
International Property Awards კონკურსში გამარჯვება დიდი წარმატება და საერთაშორისო აღიარებაა ქართული კომპანიისთვის. კომპლექსი „შატო კვირიკე“ ახალ სეზონს სწორედ ამ დიდი წარმატებით გახსნილად აცხადებს.
„შატო კვირიკე“ - მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია ქობულეთში და გამორჩეულია მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან იგი აერთიანებს ვენახებისა და ღვინის თემატიკას ზღვასთან. კომპლექსის შექმნის მთავარი იდეა იყო აჭარის რეგიონში მეღვინეობის განვითარება და წახალისება, რაც რეგიონს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენს და ტურისტულ სეზონს გაახანგრძლივებს.
„შატო კვირიკე“ სასტუმროს გარდა უამრავ საინტერესო სივრცეს იტევს - მარანს, აუზს, რესტორნებს, ისტორიულ ნაგებობაში განთავსებულ პატარა მუზეუმს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, უნიკალურ რეკრეაციულ გარემოს - ასწლოვანი ევკალიპტებით, ვენახებით, თხილისა და კივის ხეივნებით.
პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ტურიზმის სექტორში მომხმარებლის მოთხოვნილებები და ქცევა. წინა პლანზე წამოიწია იზოლირებულ, გამწვანებულ გარემოში დასვენების აუცილებლობამ,
მნიშვნელოვანი გახდა დასვენების გარდა, სამუშაო სივრცეების შექმნა და მაღალი სიხშირის ინტერნეტ მხარდაჭერა, კოვიდ უსაფრთხო ჰიგიენის შენარჩუნება.
შატო, ზღვა და ღვინო
ზღვიდან 500 მეტრში 2 ჰექტარზე გაშენდა დასავლეთისათვის ავთენტური ყურძნის ჯიშები: ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ძელშავი, ჩხავერი, ოჯალეში და სხვა. კომპლექსის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მარანი, სადაც ქვევრებში ხდება ადგილობრივი ყურძნისგან მიღებული ღვინოების დავარგება. მთისა და ზღვის კლიმატი ღვინოს განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს სძენს.
მარანში განთავსებულია ვინოთეკა, სადაც სტუმარს ჩვენი ღვინის გადრა დახვდება ასევე სხვა სამარკო ღვინოების ნაირსახეობა და რაც მთავარია გამოცდილი სომელიე, რომელიც ინდივიდუალურად შეურჩევს სტუმარს მისთვის სასურველი ღვინის ტიპს.
სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ სხვადასხვა ჯიშის ქართული ღვინოები და წაიხემსონ როგორც ღია, ასევე სპეციალურად დეგუსტაციისათვის განკუთვნილ დახურულ სივრცეებში.
მუშაობა და დასვენება სასიამოვნო გარემოში
კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს დიდი ღია აუზი, რესტორანი, ბარები, საბანკეტო და საკონფერენციო სივრცეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ელფერს სძენს განსხვავებული რეკრეაციული გარემო - ევკალიპტები, თხილისა და კივის ხეივნები, ვენახები - სადაც შესაძლებელია სასიამოვნო დროის გატარება, როგორც დასვენება, ასევე მუშაობა.
ტერიტორიაზე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი სრული აღჭურვილობით, საბანკეტო და მოსაცდელი სივრცეებით. დამსვენებლებს შეუძლიათ დაესწრონ საინტერესო ტრენინგებს, ლექციებს და ამავდროულად გაატარონ ლამაზი საღამოები „შატო კვირიკეში“.
საქართველოს მუზეუმი ღია ცის ქვეშ
დასვენების პარალელურად „შატო კვირიკეში“ ტურისტი შეძლებს გაეცნოს საქართველოს კულტურულ თავისებურებებს. კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში აუზის ირგვლივ განთავსებულია ინდივიდუალური კოტეჯის ტიპის სახლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების დასახელებით - აფხაზეთი, იმერეთი, გურია, აჭარა, ქართლი და ა.შ. რაც უცხოელ ტურისტებში საქართველოს ცნობადობას და მისი კულტურის აღქმას კიდევ უფრო აღრმავებს. თითოეულ კოტეჯს აქვს პირდაპირი გასასვლელი ღია აუზზე.
მთელ ტერიტორიაზე გაცოცხლებულია ფიროსმანის სხვადასხვა ექსპოზიციები - მეეზოვე, მეთევზე, ასევე ქართული ლიტერატურის პერსონაჟები.
ვიპ ვილა
დამსვენებლებს ვთავაზობთ განსხვავებულ სივრცეს - 2 სართულიანი ვილა აგებული ისტორიულ სტილში, სადაც ინტერიერი მიმსგავსებულია მე-18, მე-19 საუკუნის საქართველოში თავადაზნაურების საცხოვრებელს. ვილა გათვლილია ერთ ან 2 ოჯახზე, რომელსაც სურს მყუდრო ინტიმურ გარემოში დასვენება. ვილას გარს აკრავს სკვერი, მწვანე ნარგავები და ღია სივრცეები.
წვეულებები „შატო კვირიკეში“
კომპლექსის ნამდვილი განძია ისტორიული ნაგებობა 5 ბუხრით.
ნაგებობა აშენებულია მე-18 საუკუნეში. შენობას რესტავრაციის შემდეგ შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. დარბაზი უნიკალურია იმით, რომ კედლების გაყოლებაზე განთავსებულია 5 განსხვავებული აზიური სტილის ბუხარი, რომლებიც მოქმედია და გრილ საღამოებში მათი აგიზგიზება განსაკუთრებულ მისტიურ გარემოს ქმნის. ნაგებობაში შესაძლებელია საღამოების გატარება ღვინის, ადგილობრივი ჭაჭის, ვისკის დაგემოვნება ან სულაც ვახშმობა.
კომპლექსის განმასხვავებელი ნაგებობაა დიდი საბანკეტო დარბაზი, რომელიც თავისი სიდიდით უპრეცედენტოა აჭარის რეგიონისთვის და 700 დან 1000 ვიზიტორს იტევს, საბანკეტო სივრცეს ემსახურება თავისი ღია საბანკეტო ზონა, რაც კიდევ უფრო ლამაზს ხდის ნებისმიერ წვეულებას.
განსაკუთრებული სანახაობაა „შატო კვირიკე“-ს ავტო პარკი - რეტრო სტილის მანქანები, რომლებიც მოქმედია და შესაძლებელია გასეირნება ტერიტორიაზე და ფოტოსესია - რაც აქ დასვენების დღეებს განსაკუთრებულს და დაუვიწყარს გახდის.
„შატო კვირიკე“ იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის. ტერიტორიაზე განთავსებულია საბავშვო გასართობი სივრცეები - საქანელები, უკონტაქტო ზოოპარკი, ელექტრომობილები რაც სასიამოვნოს ხდის დასვენების პროცესს როგორც მშობლების, ასევე ბავშვებისათვის.
„შატო კვირიკე“ - ადგილი სადაც შეძლებთ სასიმოვნოდ გაატაროთ დაუვიწყარი დღეები აჭარაში.
R