საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 348 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 862 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 933 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 929 PCR ტესტით.