ავტორი:

Tbilisi Open Air-მა #ToaforUkraine კამპანიის ფარგლებში ბილეთებიდან შემოსული თანხის მეორე ნაწილი თიბისის მიერ უკრაინის დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ანგარიშზე გადარიცხა

Tbilisi Open Air-მა #ToaforUkraine კამპანიის ფარგლებში ბილეთებიდან შემოსული თანხის მეორე ნაწილი თიბისის მიერ უკრაინის დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ანგარიშზე გადარიცხა

Tbilisi Open Air-მა #ToaforUkraine კამპანიის ფარგლებში Early Bird ბილეთებიდან შემოსული თანხის მეორე ნაწილი (10 ათასი ლარი) თიბისის მიერ უკრაინის დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ანგარიშზე გადარიცხა.

კამპანიის დროს შეგროვილი თანხის პირველი ნაწილი უკრაინაში კიევის ერთერთი ჰოსპიტალისთვის მედიკამენტების შესაძენად ჯერ კიდევ 1 აპრილს გადაიგზავნა.

კამპანიის ფარგლებში შესაძლებელია პირდაპირი დონაციაც.

www.tkt.ge/openair-ზე, ბილეთის შეძენისას, დონაციისთვის გამოყოფილი სპეციალური ველის გამოყენებით, შეძლებთ გაიღოთ თანხა უკრაინის დასახმარებლად. თქვენ მიერ გადმორიცხული შემოწირულობა სრულად მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

Tbilisi Open Air 24, 25, 26 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Ajja…