ავტორი:

"აბაზანაში ვიყავი, უცებ ბენი შემოვიდა, მუხლზე დაიჩოქა..." - ჯენიფერ ლოპესი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ სთხოვა ბენ აფლეკმა ხელი, უკვე მეორედ

"აბაზანაში ვიყავი, უცებ ბენი შემოვიდა, მუხლზე დაიჩოქა..." - ჯენიფერ ლოპესი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ სთხოვა ბენ აფლეკმა ხელი, უკვე მეორედ

"აბაზანაში ვიყავი, უცებ ბენი შემოვიდა, მუხლზე დაიჩოქა..." - ჯენიფერ ლოპესი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ სთხოვა ბენ აფლეკმა ხელი, უკვე მეორედ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი უკვე მეორედ დაინიშნენ, თუმცა ჯენის აქამდე ნიშნობის დეტალებზე არ უსაუბრია.

ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ მომღერალი გულშემატკივარს ახლახანს, სოციალური ქსელის საშუალებით გაენდო და ბეჭდის ვიდეო და ფოტოებიც დაურთო. ვიდეოსა და ფოტოებში 3 მილიონიანი, დიდი მწვანე ბრილიანტის ბეჭედი ჩანს.

ჯეილომ ხელის თხოვნის ისტორიაც არ დამალა: "შაბათს ღამით, ჩემს საყვარელ ადგილას ყოფნისას (აბაზანში). ჩემი სიყვარული მუხლზე დადგა და ცოლობა მთხოვა".

ჯენიფერ ლოპესი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ხელის თხოვნა ასეთ დროს და ადგილას და სიცილთან ერთად ტირილიც დაიწყო: "არ მჯეროდა, რომ 20 წლის შემდეგ ეს ისევ ხდებოდა," - წერს ლოპესი.

"ხმას ვერ ვიღებდი შოკისგან. მან მკითხა, ეს თანხმობას ნიშნავსო? პომპეზური არაფერი ყოფილა, მაგრამ ეს ყველაზე რომანტიკული რამ იყო, რისი წარმოდგენაც შემეძლო: მშვიდი საღამო სახლში, ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს სამუდამოდ ერთად ყოფნას და გვერდით დგომას ჰპირდება. ორი ძალიან იღბლიანი ადამიანი. ჩვენ მეორე შანსი მოგვეცა ნამდვილი სიყვარულის საპონელად", - ამბობს ჯენიფერი.

შემდეგ, ჯეილომ ბეჭდის ფოტო ატვირთა და მიაწერა: "მწვანე ყოველთვის იღბლიანი ფერი იყო ჩემთვის, ახლა კი ნამდვილად სამუდამოდ ასე იქნება".

წყვილის ქორწილის თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ნამდვილად იქორწინებენ.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა