დნიპროს მერის მოადგილის განცხადებით, ქალაქი სავსეა რუსი ჯარისკაცების არაიდენტიფიცირებული ცხედრებით.
ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP ავრცელებს.
მიხაილ ლისენკოს თქმით, ოთხ მაცივარში 1500-ზე მეტი ცხედარია მოთავსებული და ქვეყნის (რუსეთის) ხელისუფლებას მათი კრემაცია ან მასობრივ საფლავებში დაკრძალვა არ სურს.
ლისენკომ რუსი ჯარისკაცების დედებს თხოვნით მიმართა, დაუკავშირდნენ გარდაცვლილი ვაჟების მეთაურებს, რათა ცხედრების დაბრუნება შეძლონ.