"ქართული ოცნებისგან" გარკვეული შემოთავაზებები იყო, მაგრამ ასეთი ვაჭრობასავით შემოთავაზებები უკრაინასთან დაკავშირებით, არ შეიძლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის პოზიცია იყო მყარი.
"ეს არ იქნება ერთობლივი ვიზიტი, ოპოზიცია წავა ცალკე, უმრავლესობა წავა ცალკე. იყო გარკვეული შემოთავაზებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ასეთი შემოთავაზებები ვაჭრობასავით, არ შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით.
ჩვენი პოზიცია იყო მყარი, რომ თავიდანვე დაგეგმილი იყო ოპოზიციის ვიზიტი ერთობლივად, ჩვენ წავალთ ერთად და ალბათ, უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა, პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე“, - განაცხადა დეკანოიძემ.