უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის კიდევ ერთი მცხოვრები, სპეციალური დანიშნულების ბატალიონის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე რუსლან ბესაევი დაიღუპა.
ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ის უკრაინაში მოხალისედ წავიდა და მარიუპოლთან დაიღუპა.
ბესაევი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2004-2008 წლებში განხოირციელებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, რისთვისაც არაერთხელ არის დაჯილდოებული.