ავტორი:

"თუ ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართება, ამაზე პასუხი ზელენსკიმ უნდა აგოს" - ვიაჩესლავ ვოლოდინი

"თუ ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართება, ამაზე პასუხი ზელენსკიმ უნდა აგოს" - ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ თუკი ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართება, ამაზე პასუხისმგებელი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება.

"ზელენსკიმ ოპონენტს ხელბორკილები დაადო. აი ასეთია პოლიტიკური თავისუფლება უკრაინაში, მაგრამ აშშ და ევროკავშირი დუმს, თუ მედვედჩუკს რამე დაემართება, ამაზე პასუხი ზელენსკიმ უნდა აგოს," - აღნიშნა ვოლოდინმა.

დუმის სპიკერმა მედვედჩუკს ზელენსკის "ნომერ პირველი კონკურენტი" უწოდა. მისი თქმით, მედვედჩუკი მხარს უჭერს დამოუკიდებელი უკრაინისა და ნეიტრალური სახელმწიფოს მშენებლობას, ზელენსკი კი "აშშ-ის დაკრულზე ცეკვავს".

„სწორედ ამ მიზეზით ვაშინგტონი და ბრიუსელი არ უჭერენ მხარს მედვედჩუკს. ზელენსკი კი ხელბორკილების დადებით ცდილობს, ის მოღალატედ წარმოაჩინოს“,- აღნიშნა ვოლოდინმა.