ავტორი:

უფრო დახვეწილი, უფრო ხელმისაწვდომი - რატომ უნდა განაახლოთ სმარტფონი უახლესი  iPhone SE-ით?

უფრო დახვეწილი, უფრო ხელმისაწვდომი - რატომ უნდა განაახლოთ სმარტფონი უახლესი  iPhone SE-ით?

მესამე თაობის iPhone SE-ის მონაცემებს სანამ გაეცნობით, ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ რომ ეს მოდელი უკვე „გუშინდელი დღეა“. თუმცა აზრი მალევე შეგეცვლებათ, რადგან iPhone SE შესანიშნავი არჩევანია ხარჯების ოპტიმიზაციისთვის მიმდინარე კრიზისულ პერიოდში.

  • რა სიახლეა ახალ SE-ში?
  • რით განსხვავდება ძველი მოდელისგან?
  • რა უპირატესობა აქვს iOS-ს?
  • რამდენად ხელსაყრელია ახალი SE?

________________________________________________

მესამე თაობის iPhone SE ინარჩუნებს ყველა იმ მახასიათებელს, რომელსაც დადებითად აფასებენ კომპაქტური მოწყობილობების მოყვარულები: დახვეწილი დიზაინი, მოსახერხებელი 4.7 დიუმიანი ეკრანი და ნაცნობი Home ღილაკი Touch ID-ით.

iPhone SE წარმოდგენილია ყველაზე ძლიერი Bionic A15 ჩიპით, 16 ბირთვიანი ნეიროპროცესორით - Neural Engine-ით რომელიც ასევე გააჩნია iPhone 13-ს. ეს ნიშნავს აპლიკაციების და თამაშების მაქსიმალურ სიჩქარეს, უწყვეტი ანიმაციის უზრუნველყოფას და უმაღლეს შესრულებას. ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, iPhone SE კვლავ ყველაზე ბიუჯეტურია Apple-ის უახლეს მოწყობილობებში.

ახალი მოდელი ასევე გამოირჩევა:

  • ოპერატიული მეხსიერება 4GB-ში.
  • 5G მხარდაჭერა.
  • ყველაზე გამძლე მინა, წინა და უკანა მხარეს.
  • გამორჩეული ფერები: ლურჯი-შავი Midnight, ოქროსფერი Starlight და ნათელი წითელი (PRODUCT)RED.

________________________________________________

ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, iPhone SE-მ მნიშვნელოვნად აჯობა Apple-ის იმ მოწყობილობებს, რომელიც 2018 წელზე ადრე გამოვიდა, ჩიპის სიმძლავრის მიხედვით კი ყველას რაც კი ოდესმე გამოსულა.

მცირე მოცულობის მიუხედავად, Apple-მა მოახერხა ბატარეის მუშაობის გაზრდა 15 საათამდე უწყვეტი ვიდეოს ჩვენების რეჟიმით.

ახალი iPhone SE-ს ერთი მთავარი კამერა აქვს, თუმცა გადაღების ხარისხითა და გამოყენებით, პროცესორის სიმძლავრით, სრულიად ახალი Deep Fusion ფუნქციებით და ფოტოგრაფიული სტილით არ ჩამოუვარდება უახლეს მოდელებს.

2018 წლის შემდეგ ყველა მოდელის მსგავსად, ახალ iPhone SE-ს აქვს ორი SIM ბარათის მხარდაჭერა: ფიზიკური nano-SIM და ციფრული e-SIM.

განახლებული iPhone SE-ის შეძენა შეგიძლიათ საუკეთესო ფასად, 1899 ლარიდან, საქართველოში Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან: iSpace, Alta, ElitElectronics, iPlus, iStore, iTechnics, Silknet

R