ავტორი:

"რუსულ პარტია "ქართულ ოცნებასთან“ და პაპუაშვილთან ერთად, ჯერ თავი რომ წაიქცია და ახლა ამბობს, რომ ჯანმრთელადაა, უკრაინაში ვიზიტს არ მივესალმები" - ლევან ხაბეიშვილი

"რუსულ პარტია "ქართულ ოცნებასთან“ და პაპუაშვილთან ერთად, ჯერ თავი რომ წაიქცია და ახლა ამბობს, რომ ჯანმრთელადაა, უკრაინაში ვიზიტს არ მივესალმები" - ლევან ხაბეიშვილი

"რუსულ პარტია “ქართულ ოცნებასთან“ და შალვა პაპუაშვილთან ერთად - ჯერ თავი რომ წაიქცია და ახლა ამბობს, რომ ჯანმრთელადაა და ბუჩაში ჩავა - უკრაინაში ვიზიტს არ მივესალმები", - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში გამგზავრების თაობაზე გადაწყვეტილებას თავად პარტია მიიღებს, თუმცა პირადად მისი სუბიექტური აზრია, რომ “ხალხს, ვინც რეალურად უკრაინას არ გულშემატკივრობს, პირი არ უნდა მობანონ“.

“ყველაზე ტრაგიკული რუსული პარტიის “ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში წასვლის საკითხი განსახილველი და საჭორაო გახადა. მეტიც, უკრაინას მოუწოდებენ, რომ თურმე თანამდებობის პირები უნდა გადააყენონ, თურმე დავით არახამია და გია ლორთქიფანიძე არ მოსწონთ, რომელიც იქ რუსულ აგენტურას ებრძვის. იყო ათასი იწილო-ბიწილო, რამაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ სახელმწიფოს ინტერესი ჩააგდო.

რაც შეეხება პარტია “ნაციონალურ მოძრაობას“, ომის დაწყების დღიდან თუ ვინმე იბრძვის და უკრაინელების გვერდით დგას, არის ქართველი ხალხი და მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენი საპარლამენტო წარმომადგენლობა კიევში გაგანია ომის დროს ჩავიდა. იქ იყო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იმყოფება გია ბარამიძე. ჩვენი ბევრი თანაგუნდელი და თანაპარტიელი არის ფრონტის წინა ხაზზე. ცხადია, უკრაინას “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უკრაინას სრული მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.