ავტორი:

კოვიდაფეთქება აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში - კორონავირუსის რომელი შტამი ცირკულირებს ამერიკაში და როგორია ენტონი ფაუჩის პროგნოზი

კოვიდაფეთქება აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში - კორონავირუსის რომელი შტამი ცირკულირებს ამერიკაში და როგორია ენტონი ფაუჩის პროგნოზი

აშშ-ში კოვიდით ინფიცირების შემთხვევები კვლავ მზარდია: კოვიდაფეთქებაა ნიუ იორკსა და ვაშინგტონში. როგორც cnbc - წერს, ადვილად გადამდები omicron BA.2 ქვევარიანტი მთელ ქვეყანაში ვრცელდება. კოვიდპაციენტების 86% სწორედ ამ ქვევარიანტითაა ინფიცირებული.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში გასულ კვირასთან შედარებით კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი შეერთებულ შტატებში 20%-ითაა გაზრდილი.

თეთრი სახლის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ უახლოეს მომავალში კოვიდი გააგრძელებს ცირკულაციას და შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.

ფაუჩის პროგნოზით, არ იქნება ჰოსპიტალიზაციის მატება, რადგანაც აღნიშნული ვარიანტის შემთხვევაში დაავადება შედარებით მარტივ ფორმაში მიმდინარეობს. "მე პირადად მჯერა, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება არ გვექნება", - ამბობს ფაუჩი.

CDC-ის დირექტორმა, დოქტორმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს მოსახლეობაში იმუნიტეტის საკმაოდ მაღალი დონეა, რაც უზრუნველყოფს გარკვეულ დაცულობას ვირუსის მიმართ.

ომიკრონის BA.2 ქვევარიანტი წარმოადგენს ახალი შემთხვევების 92%-ს ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში.

წყარო: cnbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა