რუსეთის უშიშროებამ, შესაძლოა, საიტი Wikileaks-ი დაბლოკოს

რუსეთის უშიშროებამ, შესაძლოა, საიტი Wikileaks-ი დაბლოკოს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური საიტ Wikileaks-ს ამოწმებს. რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საიტ Wikileaks-ის მასალები ფალსიფიცირებულია. ამის შესახებ lifenews.ru წერს. 

უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, წინასწარმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ინფორმაცია რუსეთისთვის საფრთხეს არ შეიცავს. "სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საიტი დავბლოკოთ კიდეც" - განაცხადა ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის სპეციალისტმა. 

მასალების მნიშვნელობა, რომელიც საიტზეა გამოქვეყნებული, ექსპერტებში დიდ ეჭვს იწვევს. "ინფორმაციის 40%-ზე მეტი, შესაძლოა, მსურველმა ინტერნეტში თავადაც მოიძიოს", -  აცხადებს ექსპერტი.

დოკუმენტების გაჟონვის საკითხით რუსეთის სამხედრო კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახური უშუალოდ არის დაკავებული. ცოტა ხნის წინ ონლაინ-გამოცემა "Лубянская правда "-ს საქმიანობა მას შემდეგ შეწყდა, რაც საიტმა უშიშროების სამსახურის და სხვა უწყებების შესახებ საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა. 

რამდენიმე დღის წინ საიტ Wikileaks-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცოტა ხანში  საიტი რუსეთის საიდუმლო დოკუმენტებს გამოაქვეყნებდა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები